ყველა სიახლე
ორსულთა პატრონაჟის პროგრამა
22.2.10
ფაქტია, რომ ორსულობის მიმდინარეობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში...
ფაქტია, რომ ორსულობის მიმდინარეობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზების გამო ხარჯების გარკვეული ნაწილი არაადექვატურია.
ჯიპიაის კლინიკა გთავაზობთ ორსულთა პატრონაჟის პროგრამაში ჩართვას, რაც გულისხმობს:
1. პირადი გინეკოლოგი, რომელიც მთელი ორსულობის განმავლობაში მეთვალყურეობას გაუწევს თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას; 2. უფასო ვიზიტებს ორსულობის მე-13, 20-22-ე, 30-32-ე და 36-ე კვირაზე, რაც მოიცავს შემდეგ სერვისებს:
I ვიზიტი 13 კვირის ორსულობის ვადაზე მოიცავს:
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
- თერაპევტის კონსულტაცია;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის საერთო ანალიზი;
- სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი მარტივი მეთოდით;
- ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლი, შრატი, პლაზმა) სწრაფი მარტივი მეთოდით;
- აივ ანტისხეულების დიაგნოსტიკა (სისხლი, შრატი, პლაზმა) სწრაფი მარტივი მეთოდით;
- სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
- საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა.
II ვიზიტი ორსულობის 20-22-ე კვირაზე მოიცავს:
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია.
III ვიზიტი ორსულობის 30-32-ე კვირაზე მოიცავს:
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
- შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა;
- სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა.
IV ვიზიტი ორსულობის 36-ე კვირაზე მოიცავს:
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა;
- სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა.
”ჯიპიაის კლინიკაში” მშვიდ და კომფორტულ გარემოში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისი ორსულობის შესაბამის ვადებზე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უფასოდ. ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა გამოცდილ სპეციალისტებს.