სიახლეები

ყველა სიახლე

ენდოკრინოლოგია

21.2.10

კლინიკაში წარმოებს ძირითადი ენდოკრინული დაავადებებისა და მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათგან აღსანიშნავია:

კლინიკაში წარმოებს ძირითადი ენდოკრინული დაავადებებისა და მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათგან აღსანიშნავია:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

1. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპო და ჰიპერფუნქციით მიმდინარე დაავადებების გამოვლენა და მკურნალობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის კლინიკა აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ულტრასონოგრაფით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური აქტივობის განსაზღვრა ხდება მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული მეთოდებით. ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში არსებული კვანძოვანი წარმონაქმნების სრულფასოვანი დიაგნოსტიკისათვის ხდება კვანძების წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ულტრასონოგრაფიული კონტროლის ქვეშ.

2. ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევების, დიაბეტი ტიპი 2-ისა და მეტაბოლური სინდრომის დიაგნოსტიკა თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით და ამ პრობლემათა მართვა წამყვანი პროფესიული ასოციაციების კლინიკური რეკომენდაცია-გაიდლაინების გათვალისწინებით.

3. ძვლისა სტრუქტურის კვლევა ულტრაბგერითი დენსიტომეტრიის საშუალებით. ძვლის მინერალური სიმკვრივის, კალციუმის ცვლის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ძვლოვანი დენსიტომეტრია ძვლის სტრუქტურის შემსწავლელი ყველაზე მოქნილი მეთოდია, ულტრაბგერითი დენსიტომეტრიის საშუალებით ხდება ძვლის სტრუქტურის დარღვევისა და მოტეხილობის რისკის შეფასება. ძვლის სტრუქტურის შესწავლა განსაკუთრებული ყურადღებით ხდება მენოპაუზალური ასაკის ქალბატონებში, სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის ( მაგ. ფარისებრი ჯირკვლის დავადებები, სტეროიდებით მკურნალობა) დროს. ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობების დროს იზრდება ძვლის მსხვრევადობა, რასაც დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე თან ახლავს მოტეხილობების მაღალი რისკი. ძვლის დენსიტომეტრიული კვლევა რეკომენდებულია:

- 1. ქალბატონებისათვის 60 წლის ზემოთ, ხოლო მამაკაცებისათვის 70 წლის ზემოთ
- 2. მათ,ვისაც აღენიშნება ანამნეზში 1 მოტეხილობა და მეტი
- 3. მათ , ვისაც აღენიშნება ნაადრევი მენოპაუზა
- 4. კალციუმის ცვლის დარღვევების დროს
- 5. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფ.ჯ.ჰორმონებითა და სტეროიდებით მკურნალობის შემთხვევაში

4. სხვა გავრცელებული მეტაბოლური და ჰორმონალური დარღვევების გამოვლენა და მკურნალობა



სიახლეები


ჩვენი მისამართი
ჯიპიაი კლინიკა
აღმაშენებლის გ # 123
თბილისი
ტელ: 505 222
ფაქსი: 365 222


სამუშაო საათები
ორშაბათი - პარასკევი
10:00 - 18:00
შაბათი
10:00 - 14:00


© 2010 GPI Clinic