სიახლეები

ყველა სიახლე

კოლპოსკოპია და პაპტესტი

20.2.10

”ჯიპიაი კლინიკა”-ში არსებობს საშვილოსნოს ყელის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კაბინეტი , რომელსაც ხელმძღვანელობს ...

ერთად დავამარცხოთ საშვილოსნოს ყელის კიბო

”ჯიპიაი კლინიკა”-ში არსებობს საშვილოსნოს ყელის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კაბინეტი , რომელსაც ხელმძღვანელობს კლინიკის წამყვენი სპეციალისტი,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი ქ-ნი მადონა ჯუღელი . საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა პათოლოგიების პრევენციისა და დიაგნოსტირებისთვის გთავაზობთ კოლპოსკოპიურ კვლევას ( რაც წარმოადგენს საშვილონოს ყელის, საშოს და გარეგანი სასქესო ორგანოების ვიზუალიზაციის ენდოსკოპიურ მეთოდს ) და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიურ კვლევას პაპანიკოლაუსის მეთოდით ( PAP - ტესტი ).

საქართველოში, ისე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში იკავებს მეორე ადგილს ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლებით ძუძუს კიბოს შემდეგ და სამწუხაროდ ეს მაჩვენებლები წლიდან წლამდე მატულობს.

საშვილოსნოს ყელის კიბო არის საშვილოსნოს ყელის ქსოვილის ავთვისებიანი გადაგვარება. მიკროკიბო ძირითადად მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე და მისი ადრეული დიაგნოსცირება შესაძლებელია მხოლოდ PAP ტესტით და კოლპოსკოპიური კვლევით. მაკროკიბოს კი თან ახლავს გარკვეული სიმპტომები, რაც ხშირად ექიმთან ვიზიტის მიზეზი ხდება.


კოლპოსკოპია

კოლპოსკოპიის ძირითადი დანიშნულებაა:

- საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობათა და კიბოს ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა;
- საშვილოსნოს ყელის, საშოს და გარეთა სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი დაავადებების დიაგნოსტიკა;
- მკურნალობის ეფექტურობის ობიექტური შეფასება;
- ფიზიოლოგიური მდგომარეობების(ორსულობა, ძუძუთი კვება, ასაკობრივი ცვლილებები) და იატროგენული ზემოქმედებით (ჰორმონული თერაპია, კონტრაცეფცია, საშვილოსნოს შიდა სპირალი) გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობების შეფასება;
- ჰორმონულ-მეტაბოლური დარღვევების შესაბამისი ცვლილებების დადგენა;
- სქესობრივი გზით გადამდები და სხვა გენიტალური ინფექციების დიაგნოსტიკა.

კოლპოსკოპიის საშუალებით შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებთან კომბინაციაში ჩვენ ვადგენთ ისეთი ინფექციების არსებობას, როგორიცაა:

- პაპილომავირუსული;
- ჰერპესვირუსული,
- ტრიქომონადული;
- კანდიდოზური;
- კოკური.

კოლპოსკოპიური კვლევის დასრულებისთანავე თვალსაჩინოებისთვის თქვენ გადმოგეცემათ CD დისკზე ჩაწერილი კვლევის შედეგის დამადასტურებელი ვიდეომასალა.

PAP ტესტი

გამოყავით თქვენი ჯანმრთელობისთვის წელიწადში 15 წუთი, ჩაიტარეთ ”ჯიპიაი კლინიკაში” საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა PAP ტესტი და დაიცავით თავი საშვილოსნოს ყელის კიბოსგან.

PAP ტესტის საშუალებით აღმოაჩენენ საშვილოსნოს ყელის სიმსივნის და სიმსივნისწინა მდგომარეობების უჯრედებს ადრეულ ეტაპზე. ტესტის სპეციფიურობა 95%-ია. მის ჩასატარებლად ექიმი იღებს ნაცხს საშვილოსნოს ყელიდან და გზავნის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად. უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში PAP ტესტის საშუალებით შესაძლებელი გახდა საშვილსონოს ყელის სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება წელიწადში 35,000-დან 5000 –მდე.

ციტოლოგიური გამოკვლევა PAP ტესტ-იUუტარდება მსოფლიოში ყველა ქალს წელიწადში ერთხელ. ამ ტესტის საშუალებით განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობა საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით შემცირდა 70-80%-ით. ამ ტესტის საშუალებით შეიძლება გამოვავლინოთ:
ინფექციური აგენტებით განვითარებული საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები:

- Trichomonas vaginalis;
- Candida;
- Lepthotrix;
- Gardnerella vaginalis;
- მარტივი ჰერპეს ვირუსით HSV გამოწვეული ანთებითი ცვლილებები.
- საშვილოსნოს ყელის ექტოპიების (ეროზიების)დიაგნოსტიკა:
- ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია ატიპიის გარეშე
- ენდოცერვიქსის რეზერვულუჯრედოვანი ჰიპერპლაზია (ე.წ. მოპროლიფერაციე ფსევდოეროზია)
- ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზია (ე.წ. მორეგენერაციე ფსევდოეროზია);
- ტუბალური მეტაპლაზია;
- ფიალისებურუჯრედოვანი მეტაპლაზია.
- ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი უჯრედების ატიპია AGUS:
- ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი ინტრაეპითელური ნეოპლაზია (ჯირკვლოავანი დისპლაზია) EGIN I ხარისხი
- EGIN II ხარისხი
- EGIN III ხარისხი
- საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე (ფონური) დაავადებები და კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა.



სიახლეები


ჩვენი მისამართი
ჯიპიაი კლინიკა
აღმაშენებლის გ # 123
თბილისი
ტელ: 505 222
ფაქსი: 365 222


სამუშაო საათები
ორშაბათი - პარასკევი
10:00 - 18:00
შაბათი
10:00 - 14:00


© 2010 GPI Clinic